მედია ანონსი
21 მაისი, 2012
დაუყოვნებელი გარვრცელებისთვის
საკონტაქტო პირი
ეკა ფოცხვერია
პიარ მენეჯერი «ტენტორიუმი»
ტელ: 2 37 1719, მობ: 574 61 77 44
ელ.ფოსტა: info@tentorium.ge
ვებ: tentorium.ge
„ტენტორიუმი" - 3 წელი ქართულ ბაზარზე
23 მაისი, 2012 - კომპანია „ტენტორიუმი" ქართულ ბაზარზე მოღვაწეობის 3 წელს სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერია"-ში მეგობრებთან ერთად აღნიშნავს. კომპანია მსოფლიო ბრენდია და მისი სერვის-ცენტრები მსოფლიოს 28 ქვეყანაშია წარმოდგენილი.
ტენტორიუმი ფუტკრის უნიკალურ პროდუქტებზე დამზადებული პროდუქციის ფართო ასორტიმენტს აწარმოებს: ჯანმრთელობის, ენერგიისა და სილამაზის ხაზით. წინა წლებთან შედარებით კომპანიის გაყიდვების მაჩვენებელი გაორმაგდა, ხოლო ავტორიზებული მომხმარებლის რიცხვი კი სამიათასს შეადგენს.
პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება „ტენტორიუმის" განვითარების ეტაპები, 3 წლის მოღვაწეობის შემაჯამებელი ანგარიში და სამომავლო გეგმები.
პრეზენტაციას დაესწრებიან ცნობილი ადამიანები, კალათბურთის ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი ირაკლი ტომარაძე, რაგბის ეროვნული ნაკრების ქალთა და კაცთა შვიდკაცას მწვრთნელი პალიკო ჯიმშელაძე, ოფთალმოლოგი ქეთევან მამამთავრიშვილი, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები.